სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 732 და გამოჯანმრთელების 4 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შუალედური ზომების მითითების შესახებ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.
საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან შეშვება.
ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დღეს საწოლიდან ვერ ადგა.