
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული რუსული ქვედანაყოფების მეხუთედი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრიანის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 14-16 აგვისტოს ტემპერატურა ღამით +18 გრადუსი იქნება, დღე კი +39 გრადუსამდე დაცხება. 15 აგვისტოს იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.

კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ლიზ ტრასი 22 პროცენტით უსწრებს რიში სუნაკს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს.

ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს და საკითხზე ევროკავშირში დისკუსიებს წამოიწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დღეიდან სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.