
იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ვიყოთ ერთიანი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსეთს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურადი "ტვიტერზე" წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

14 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ ამის შესახებ აღნიშნულია შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლი განცხადებას ავრცელებს.

14 წელი აგვისტოს ომიდან - საქართველო და მისი პარტნიორები რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს იხსენებენ.