tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
შვეიცარიის ქალაქ კლარენსში გალერეამ – L’Eskyna, école et espace d art ქართველი მხატვრების ნინო იოსავასა და ია ფარნაოზის ნამუშევრების კატალოგი დაბეჭდა. 
 
ორი ქართველი მხატვრის ერთთვიანი გამოფენა შვეიცარიაში  გასული წლის სექტემბერში მოეწყო, კატალოგი კი რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა. 
 
გამოფენაზე ნინო იოსავასა და იტალიაში მოღვაწე ია ფარნაოზის 15-15 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
 301017063 1081090646179113 7144110113901665220 n
 
ექსპოზიციაზე მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები ერთმანეთისგან გამოირჩევა, როგორც  ჟანრული დიაპაზონით, ასევე შესრულების მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული მანერით. 
 
ცნობისთვის, გასულ წელს, ია ფარნაოზის და ნინო იოსავას კიდევ ერთი კატალოგი მილანში, გალერია Arcadia-ში გამართული გამოფენის შემდეგ დაიბეჭდა.
 
აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში, მათი ერთობლივი, მორიგი გამოფენა ისევ მილანშია დაგეგმილი.  
ავტორი
მირანდა შურღაია
1630