საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) კონგრესი გახსნა.
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე უკვე 100 პირია დაკითხული.
„სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო,“ - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია წერს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მისივე თქმით, ბავშვი მშობლებთან უკვე შევიდა კომუნიკაციაში და ის დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი მოინახულა და აღნიშნა, რომ დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.