საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი სენაკთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა თხრილში ჩავარდა.
დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წლის განმავლობაში 1 880 დასაქმებული გაეთიშა. აღნიშნულ პერიოდში, საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.
ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ქვეყანას რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განვითარებული პროცესების შედეგებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ.
საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გაკეთდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ირანული „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-დან 78 ქულით შეფასდა.
უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.