jan-medi
ავერსი საქკაბელი
არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს - ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე წარადგენს მთავარ გზავნილებს.
„არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს. მე ვასრულებ საქართველოს კონსტიტუციას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. 18 აპრილს სტრასბურგში ჩავდივარ და ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში. აუცილებელია იქაც იყოს ჩვენი გზავნილი მიტანილი. მათი ლანძღვა არაფერშია“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.
321