საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მნიშვნელოვანია, მათ შორის ხვალ, როდესაც უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს, ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და რა თქმა უნდა, ეს შავი დღეა ჩვენი ოპოზიციისთვის, რომელმაც თავი ამ დღეში ჩაიყენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენის“ ეთერში აისა სოარესთან გადაცემაში განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკვშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარია მივიდა. რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლას ყოფილი პრემიერი და "საქართველოსთვის" ლიდერი თანაგუნდელებთან ერთად შეუერთდა.
სპეცრაზმმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME უცვლელად გთავაზობთ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.