ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარ სააკაშვილს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად ბოლომდე გაიფარჩაკა თავი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.
2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 430-მა, 52 წინააღმდეგი იყო, 126-მა კი თავი შეიკავა.