ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს. მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანის სუვერენული გადაწყვეტილებაა ის, თუ როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროსა და მომენტში. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ITB Berlin-ზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა, – ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, თვითნებური საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა საქართველოს მოქალაქეთა თანმიმდევრული ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის, ის არც ერთ ასპექტში არ ჰგავს fara-ს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია „ტვიტერზე“ წერს. კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და წამყვანი კანონმდებლები, კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი როჯერ უიკერი.
თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება.