27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ, უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დღეს 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია ცხრა საკითხის განხილვა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის #81 დადგენილებით 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გაუხანგრძლივდათ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის, ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელი წერს.