ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
6 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ , ,,ლაგოდეხი“ და ,,ფოთის პორტი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
სტუდენტობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ავტომატურად თავიდან არიდების საფუძველი აღარ იქნება. ცვლილება გაწერილია თავდაცვის ახალ კოდექსში, რომლის განხილვაც დღეს, პარლმენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში იწყება.
მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.