საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილმა განაცხადა.
სპიკერის ცნობით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.