რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად ღარიბაშვილმა უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და „ლუზერები“ უწოდა, მიმართვა გაავრცელა.
2022 წლის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61%-ით გაიზარდა.
თიბისი IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.
ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას. ამჯერად, ბანკის თანამშრომლების ინიციატივითა და ჩართულობით, მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცა.
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია.
ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ კვებისა და სასმელების გამოფენაში „Foodex Japan 2023“ მონაწილეობდა.
რატი ბრეგაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 465 167 ლარია.
ბაზარზე ჩაის მწარმოებელი ახალი საწარმო „ჩა“ გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარიამ არაბული BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ისინი ჩაისათვის ნედლეულს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოიპოვებენ.