ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5851 ლარი ეღირება, ევრო – 2.7697 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1401 ლარი.
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა უწყებების მიერ, 2022 წელს 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებაა შემოსული, რომელთა საერთო მოცულობა 3 001 0036 ლარია.
ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი დაიხურა, ხოლო ადგილობრივი მეხორბლე ფერმერები გასული წლის მოსავალს ვერ აბარებენ, -. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განცხადა.