"კოკიტო“ ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესია, რომლის უკანაც ქალი მეწარმეები, მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე დგანან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რომლის პროექტის ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი კრედიტით ფინანსდება.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.
ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო.
თქვენ დაინახეთ ტენდენციები, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო ფასების კლება სასურსათო პროდუქტზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო აქტიურად მოახდენს პორტის განვითარებას და, შესაბამისად, 2022 წელი დავუთმეთ მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის კუთხით, შევაფასეთ უფრო დეტალურად პოტენციალი, განვაახლეთ საკონსულტაციო მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად ღარიბაშვილმა უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და „ლუზერები“ უწოდა, მიმართვა გაავრცელა.