სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.