მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ადღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია - ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წვევამდელებს.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. თბილისის გარდა რეკრუტებმა ფიცი კიდევ 10 ქალაქში დადეს.
პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე ვარჯიშს ბრიტანეთში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორინ პოლისი“ ავრცელებს.
უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის უსამართლობა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდება, გამოწვეულია იმით, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს ინტერესებია.