ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.
გიორგი კაჭარავა აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანი მიაყენა.
გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი 112 აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ზარები შეფერხებით შემოდის.
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად ჩააგდოს უცხოური გავლენების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი.
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად ჩააგდოს უცხოური გავლენების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. “ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს.
საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.
საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე”,-ამბობს დეგნანი.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის “ხალხის ძალას” და იმ დეპუტატებს, რომლებმაც უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი დააინიცირეს.
პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.