რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ კიევი არ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან მათი პროექტი მესამე მსოფლიო ომის პროლოგია.
მედვედევი წერს, რომ სამხედრო კამპანია უკრაინაში ახალ ეტაპზე გადავა და დაკარგავს საზღვრებს, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევის იარაღით დატენვას.
"კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიები პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს გარანტებს უკრაინელ ნაცისტებს.
ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) - საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, - წერს მედვედევი.
მისი თქმით, ამ კამპანიას არ ექნება ხილული საზღვრები და მხარეთა ქმედებები პოტენციურად არაპროგნოზირებადიც კი გახდება.