
ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ჩავიდა. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში ომის დასრულებამდე დატოვებს.

უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.

ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ომის შედეგებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, უარესისთვის მოემზადონ.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და გადახედონ საჯარო უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

ლუგანსკის ოლქის სვატივის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ვორონეჟის ოლქიდან მობილიზებული რუსების ბატალიონი გაანადგურეს. ლიკვიდირებულია ასობით ოკუპანტი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "რუსეთში უკრაინელ ხალხს, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან".

უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც სამთავრობო აქტივისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ხერსონი ახლა ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა.