
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

რუსი ოპოზიციონერის და უფლებადამცველის მარკ ფეიგინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, შესაძლებელია თუ არა აღმოჩნდე იქ დანაკარგების გარეშე, სადაც ქვეყნები უზარმაზარი ფასის გადახდის შედეგად აღმოჩნდნენ.

რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„დიდი ოცეულის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის ნაცვლად დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას.

გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს.

ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.