პოლონური მედიასაშუალებები ავრეცელებენ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.
როგორც მედია წერს, ამ ეჭვს ის გარემოებაც იწვევს, რომ რამდენიმე საათის წინ პოლონეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. უშიშროების საბჭოს შეკრების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
ადგილობრივი Radio Zet-ის კორესპონდენტის არაოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთის ერთ-ერთ დასახლებაში, უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დაღუპულია ორი ადამიანი.
ამავდროულად, პოლონური Radio Lublin განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პშევოდოვში ინციდენტი 15:40 წუთზე მოხდა და ამ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. ერთ-ერთი ვერსიით, დასახლებულ პუნქტში ტრაქტორი აფეთქდა.