რუსეთს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის სურვილს, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას ვერც არმიით და ვერც ტერორით,- ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსეთი არ წყვეტს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას, არამედ მხოლოდ აჩერებს, – ამის შესახებ სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს.
მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დილით უკრაინამ სევასტოპოლის მიმართულებით იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პუტინი ბრძოლის ველზე მარცხდება. ის რეაგირებს კიდევ უფრო განურჩეველი თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სახიფათო ბირთვული რიტორიკით, – ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა.
რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროს დაბომბვას ორსული ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამის არხებზე ავრცელებს.
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, ფრენკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა.