ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა და უკრაინის მოლაპარაკების დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ მათ კაპიტულაციის ხელშეკრულება გადასცა.
"ჩვენ ახლა განვიხილავთ კონცეფციას, რომელიც კვლავ მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ. შეგნებულად შევინარჩუნე თავდაპირველი პოზიციები, მოგვცეს ეს ულტიმატუმები და კაპიტულაციის ხელშეკრულება, რომელიც მე შენახული მაქვს ჩვენი გამარჯვების ისტორიის მუზეუმისთვის. ეს ასლი ჩემთანაა და თავის დროს ელოდება." – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, არსებული მოლაპარაკებიბი არანაირ გავლენას არ ახდენს სამხედროებზე, ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს და ათავისუფლებენ ტერიტორიებს.
ზოგადად, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მოლაპარაკებები არანაირ გავლენას არ ახდენს სამხედროებზე. ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს, ათავისუფლებენ ჩვენს მიწას. თუ იქნება წარმატებები, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ეს დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ მოლაპარაკებებში, როგორც კონტრარგუმენტი და ვაჭრობა უკეთესი პოზიციებისთვის და არა პირიქით", - განაცხადა არახამიამ.