პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სერიოზულ გარანტიებზე იქნება საუბარი სადაც შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, ოფიციალური ვარშავა წინადადებაზე უარს არ იტყვის.
"პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. ვფიქრობ თუ იქნება სერიოზული გარანტიები, სადაც ჩართული იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ისე დიდი ევროპული სახელმწიფოები, პოლონეთი ცხადია გარანტორობაზე უარს არ იტყვის,"-აცხადებს პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი.