უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ კრემლის პოზიციები შერბილებულია, მოლაპარაკებათა ჯგუფი ძალიან რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ კარგად.
"კრემლის ამჟამინდელი პოზიცია შერბილებულია, მაგრამ მოლაპარაკებები სრულიად ცალკე და მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას ამზადებს. როგორც გვესმის, ეს შეთანხმება განსაზღვრავს მშვიდობას და შემდგომ მომზადებას სრულიად შესაძლო მეორე რაუნდისთვის. სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ ყველა ხაზით პოზიციები გაიუმჯობესა. გუშინ უკრაინა იყო ნეიტრალური სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ამ გარდამავალი ეტაპის შემდეგ, კი უკვე სახელმწიფო გარანტიებით. მოლაპარაკებათა ჯგუფი ძალიან რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ კარგად. საკმარისია გადახედოთ რუსული გამოცემების რეაქციას, სადაც მხოლოდ ზიზღია,"- აცხადებს არესტოვიჩი.