უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ყველა შესაბამისი რეგულაცია, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს, საჩხერის საავადმყოფოში საჯაროდ აიცრა. მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:08 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4 კმ_ში, მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
როგორც საქართველოს ექსპრემიერი გიორგი გახარია “ტვიტერზე” წერს , ის რჩება ქართულ პოლიტიკაში და ამჟამად პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავებაზე მუშაობს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 01:10 საათზე, ონთან 3.1 (ML)მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და მცირე კომენტარი გააკეთა.
პირველი საუნივერსიტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ამბობს, რომ ცნობილია და დადგენილია პანდემია უნდა იმართოს მაკრორგანიზის, მიკრორგანიზმი, გარემო და სოციალურ ფაქტორთა სიმბიოზით და არა ქაოსით. ამის შესახებ რატიანი სოციალურ ქსელში წერს.