პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2-აგვისტო 12 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციები წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ დროში ყველაზე მეტი თანხა რეკლამებზე “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა. დეკლარაციების მიხედვით, პარტიამ ფეისბუქ “ბუსტზე”, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ბილბორდზე 5.3 მილიონი ლარი დახარჯა.
დეკლარაციების თანახმად, "ქართულ ოცნებაზე" მთლიანი სარეკლამო ხარჯების ⅔-ზე მეტი მოდიოდა.
"ქართული ოცნება" - 5,299,365 ლარი;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 65,950 ლარი;
"ლელო" - 535,967 ლარი;
"საქართველოსთვის" - 336,566 ლარი;
"ევროპული საქართველო" - 72,498 ლარი;
"სტრატეგია აღმაშენებლი/მესამე ძალ"ა - 37,626 ლარი;
"დროა!" - 8,121 ლარი.
დეკლარაციების თანახმად, ოპოზიციური პარტიები ტელევიზიების მეშვეობით ძირითადად უფასო პოლიტიკური რეკლამებით სარგებლობენ, ხოლო ფასიანი სატელევზიო რეკლამებისთვის კი ყველაზე დიდი თანხა “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა.