
ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ შეხვდება ვაჭრობის ინდუსტრიას და სექტორისგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ და გახსნის შემთხვევაში როგორ აპირებენ მომხმარებლების რიგების მართვას.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ რემდესივირი, რომლითაც კოვიდინიფიცრებულებს კორონავირუსით გამოწვეულ რიგ სიმპტომებს კურნავენ, უკვე საქართველოშია.

ჩვენ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცახდებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად „მოკრძალებულად გადაიტანონ“, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია 2-3 დღეში წყალში არ ჩაიყაროს. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, დოკუმენტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.